ლევან გელბახიანი ამომავალი ვარსკვლავების ათეულში მოხვდა

13:46 01-09-2020
179

ლევან გელბახიანი ამომავალი ვარსკვლავების ათეულში მოხვდა. მას  ლევან აკინის ფილმში „And Then We Danced“ შესრულებული მთავარი როლისთვის,  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადასცემენ.

„21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია“,– ასე ახასიათებს ჟიური ლევან გელბახიანს.

ლევან გელბახიანს აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო უკვე მიღებული აქვს.