ეს არ უნდა მომხდარიყო - გახარია ზამთრის კურორტების წყალმომარაგების პრობლემაზე

10:19 01-09-2020
126

ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ზამთრის კურორტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წყლის მიწოდების თვალსაზრისით დღეისთვის პრობლემა აღმოფხვრილი და მოგვარებული ბოლომდე არ არის, თუმცა შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ.

„წლის დასაწყისში, სამწუხაროდ, გარკვეული გართულებები გვქონდა ჩვენს ზამთრის კურორტებზე. იყო გარკვეული პრობლემები წყლის მომარაგების თვალსაზრისით, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები, თუმცა, ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით არის უაღრესად გასაფრთხილებელი, სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა და შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები, გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური. გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 20 წელი უნდა დავუთმოთ სრულად, რომ მომდევნო წელს მსგავსი შემთხვევები არ იყოს“, - განაცხადა გახარიამ.