უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

08:14 01-09-2020
18

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერზე ვკითხულობთ.

ზელენსკიმ გადაწყვეტილება საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფის  მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის ნიშნად სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშების დაშვების განკარგულება გასცა.

შეგახსენებთ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ბოინგ 737, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ირანის დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 168 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი გარდაიცვალა.