„ბრჭყვიალა ქალაქს ათვალიერებდა“ - გლდანში დაკარგული 10 წლის გოგონა იპოვეს

01:52 01-09-2020
38759

გლდანში, ა მიკრორაიონში დაკარგული 10 წლის ნინო ვოილენკო ქალაქის ცენტრში იპოვეს. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ნინოს მასწავლებელმა დაუდასტურა.

მისი თქმით, 10 წლის გოგონამ სურვილი აიხდინა და განათებული დედაქალაქის ქუჩები დაათვალიერა. ის საპატრულო პოლიციამ იპოვა.

„10 წუთია მოგვიყვანა პოლიციამ. განათებული რუსთაველის ნახვა უნდოდა და მეტროთი წასულა. დიდი მადლობა ყველას“ - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ პატარა ნინოს დედა.

გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.