ბაღდადში ორი რაკეტა ისევ ჩამოაგდეს - ერთ-ერთი ამერიკის საელჩოსთან

01:43 01-09-2020
874

ბაღდადში ე.წ. მწვანე ზონაში „კატიუშას“ ტიპის ორი რაკეტა ჩამოვარდა. „მწვანე ზონაში“ განლაგებულია სახელისუფლებო უწყებები და საერთაშორისო წარმომადგენლობის შენობა. 

Reuters-ის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. სააგენტოს ადგილობრივმა წყაროებმა აცნობეს, რომ ერთი რაკეტა, აშშ-ს საელჩოდან 100 მეტრში ჩამოვარდა.