როგორ მოგეწონათ პრეზიდენტის გამოსვლა? - ტრამპი გამოკითხვას ატარებს

01:27 01-09-2020
370

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დარტყმის დროს ამერიკელები არ დაშავებულან და რომ ამ ქმედებას ვაშინგტონი ძლიერი სანქციებით უპასუხებს. 

ტრამპის სიტყვით გამოსვლას მთელი მსოფლიო ელოდა და მასზე უკვე იწერება შეფასებები. თავად ამერიკის ლიდერს კი აინტერესებს ხალხის ხმა, თუ როგორ შეაფასებს ამერიკის მოსახლეობა მის გამოსვლას.

„დღეს დილით მე მივმართე ხალხს და განვუმარტე, რომ გავაკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ შენარჩუნედეს ამერიკის უსაფრთხოება. მაშინ როდესაც დემოკრატები თავიანთ ტყუილებს ავრცელებს, მე მინდა გავიგო ნამდვილი ამერიკელების ხმა პრეზიდენტის გზავნილთან დაკავშირებით. მიიღეს მონაწილეობა გამოკითხვაში“, - წერს ტრამპი Facebook-ზე და გამოკითხვის ბმულს აქვეყნებს.

გამოკითხვაში ასეთი კითხვებია: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტი ტრამპის გამოსვლას?, შესაძლებელი პასუხები: ისტორიულად, შესანიშნავად, კარგად, სხვა.

კიდევე ერთი კითხვა: ვინ არის აშშ-ს მთავარსარდლობისთვის შესაფერისი?, შესაძლებელი პასუხები:  პრეზიდენტი ტრამპი თუ ტერორისტული აპოლოგეტი დემოკრატი.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე.