დღეს საქართველოში შესაძლოა მოთოვოს

01:07 01-09-2020
1115

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.