პიტბულმა 11 წლის ბიჭი დაგლიჯა (საბერძნეთი)

01:07 01-09-2020
537

5 დეკემბერს, საბერძნეთში ძაღლმა 11 წლამდე ბიჭი დაგლიჯა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მეზობლის სახლთან მიდიოდა, როდესაც ქალმა კარი გააღო, რათა იქვე მყოფ თავის ნაცნობს მისალმებოდა, შედეგად კი იქიდან გაავებული ძაღლი გამოვარდა და ბიჭს პირდაპირ ეცა. რამდენიმე წუთის მანძილზე ძაღლი ბავშვს პირს არ უშვებდა და ფეხებზე საშინელი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბიჭი გამვლელებმა იხსნეს, დედამ კი საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც ირკვევა ძაღლი პიტბულის ჯიშისაა, სრულიად ჯანმრთელია და შესაბამისი აცრებიც გაკეთებული აქვს.