თბილისში, გრიპის სიმპტომებით 28 წლის გოგო გარდაიცვალა

00:19 01-09-2020
1827

თბილისში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 28 წლის გორელი გოგო გარდაიცვალა. დაღუპული გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავდაპირველად მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი 6 იანვარს შეიყვანეს. მათი განმარტებით ახალგაზრდა ქალს მზარდი სუნთქვის უკმარისობა არენიშნებოდა. ექიმი აცხადებს, რომ დაღუპულის ახლობლების თქმით, იგი 5 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.

„6-იანვარს სასწრაფო დახმარების მიერ, შემოყვანილი იქნა 28 წლის ქალბატონი. მას მზარდი სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ახლობლების გადმოცემით პაციენტი 5 დღის განმავლობაში ბინაზე მკურნალობდა. შემოსვლისთანავე იგი გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე“, - აცხადებს ექიმი.

 

წყარო: newpost.ge