მაგ სიმართლით იარე... შე სამარცხვინო დედაკაცო - ია მეტრეველი მეგი გოცირიძეს

00:12 01-09-2020
2197

მაგ სიმართლით იარე შენ და შენმა მოდგმამ, შე სამარცხვინო დედაკაცო - ასე უპასუხა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, ენმ-ის წევრ მეგი გოცირიძეს.

„რადგან არ ჩერდებით ნაცებო და ისევ გაგახსენდით, იმედია შავ სიაშიც გეყოლებით შეტანილი და გულს არ დამწყვეტთ, ქალის არამსგავს, მეგი გოცირიძეს მინდა ვუპასუხო, თუმცა ჩემი თავის მრცხვენია რომ მაგას თავს ვუყადრებ. მაგ სიმართლით იარე შენ და შენმა მოდგმამ, შე სამარცხვინო დედაკაცო. პირი გამოირეცხე, ჩემი და ჩემი შვილის სახელს როცა ახსენებ. ბოროტებას და ტყუილების მოგონებასაც აქვს საზღვარი. უფლის გეშინოდეს“, - წერს ია მეტრეველი.

მანამდე, მეგი გოცირიძემ „ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნა სადაც, ბუტა რობაქიძის დედას ია მეტრეველს მიმართა.

„კითხვა მაქვს ბუტა რობაქიძის დედასთან - ითვლის თუ არა, წურწუმიას ჩათვლით, მერამდენე გირგვლიანი და რობაქიძე მოკლა იმ რეჟიმმა, რომელსაც მხარს უჭერს და რომლის შვილიც საუბედუროდ პოლიციელ ბაშალეიშვილის მიერ გაუფრთხილებლობით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა, რომელიც დაპატიმრებულიც იყო და სასჯელიც მოიხადა.
ია მეტრეველს, ბუტა რობაქიძის მამა, რომელზეც საქმეა აღძრული თაღლითობისა თუ დიდი ოდენობის თანხის მითვისების გამო, ღია ეთერში უპირისპირდება (თავად გარდაცვლილი შვილის სულით მოვაჭრე) და უკრძალავს შვილის სულით ვაჭრობას....
ია მეტრეველის წინააღმდეგ გამოდის ფონდი „ქომაგი“, ფინანსური შემოსავლების მითვისებაში სდებს ბრალს და ამ საქმეს არავინ იძიებს...
არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთი საჩივარი შეაქვთ ია მეტრეველის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე არავინ იძიებს და რომელმაც ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში ანგარების მიზნით შეიყვანა (რის სანაცლოდაც, ბინა იჩუქა და საკუთარი დის - მაია ქავთარაძის სახელზე გადააფორმა ) უპარტიო-ძებნილი ლევან ფხაკაძე , რომელმაც 6 ტყვიის გასროლით დაჭრა მოქალაქე, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილის და დღეს ის ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული.... ბუტა რობაქიძის დედა - ია მეტრეველი, დღემდე მკვლელებს ჩვენ გვეძახის და თავად კი ანგარების მიზნით მკვლელებს მფარველობს, დიახ! ზუსტად ვიცით, რომ ბესელიას ამნისტირებულ მკვლელებს მფარველობს ანგარების მიზნით, მაგრამ არ ვიცით ფლობს თუ არა უტყუარ მონაცემებს მასთან დაკავშირებით, თუ რამდენი რობაქიძე მოუკლეს ქვეყანას ( არც მისი პროტესტის შესახებ გვსმენია რამე) და რამდენი დედა შემოსეს ძაძებში იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომელსაც მხარს უჭერს“, - დაწერა მეგი გოცირიძემ.