მოკლულ მურად წურწუმიას ორივე თვალი ადგილზე აქვს

23:33 01-08-2020
1200

დამატებითი საგამოძიებო მოქმედებისთვის დღეს ექსპერტი, გამომძიებელი და საქმის პროკურორი წურწუმიების ოჯახში მივიდნენ და გარდაცვლილს დამატებითი დათვალიერება ჩაუტარეს.

პროკურორი დავით გუმბერიძის თქმით, ექსპერტმა შეამოწმა და ორივე თვალი გარდაცვლილს ადგილზე აქვს.  „რადგანაც თქვენ ამბობდით, ოჯახის პოზიცია იყო, რომ თვალი ჰქონდა ამოთხრილი, შევამოწმეთ, ორივე თვალი ადგილზეა. თქვენ თვითნაც ნახეთ. დანარჩენი ექსპერტიზაზე აღწერილია და ამას მიიღებთ“, - უთხრა პროკურორმა მოკლულის დედას.

„ექსპერტები მოვიყვანეთ. გვაინტერესებდა ჩემს შვილს თვალი ჰქონდა თუ არა. რაღაცნაირად ჰქონდა და როგორც გვითხრეს აქვს. ჯერჯერობით კმაყოფილი არ ვართ. სასამართლოს დაველოდებით. პასუხი უნდა აგონ“, - აღნიშნა მურად წურწუმიას დედამ ჟურნალისტებთან.

პროკურორის თქმით, ის ნებისმიერ დროს შეძლებს საქმის დეტალებზე უფრო ვრცლად გაესაუბროს ოჯახის წევრებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ  26 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 40 წლის ვახტანგ ბურძენიძე, რომელიც ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტში სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად მონაწილეობდა. 

საქმის ახალი დეტალების გაცნობა შეგიძლიათ ამ ლინკზე.