პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის „მთავარი“ წევრები აღარ იქნებიან

23:03 01-08-2020
363

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის „მთავარ“ წევრობას ტოვებენ და თავიანთ დროს და საქმიანობას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გადაანაწილებენ. 

ბუკინგემის სასახლის განცხადებაში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აღნიშნავენ, რომ „სამეფო ინსტიტუციაში ახალ და პროგრესულ როლს ითამაშებენ“.

წყვილი აცხადებს, რომ ისინი იმუშავებენ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.