ჩემი თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა - სახალხო დამცველი გიორგი მამალაძეზე

19:27 01-08-2020
144

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით დეკანოზ გიორგი მამალაძემ შიმშილობა მისი თხოვნით შეწყვიტა. ამის შესახებ მან პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჩემი თხოვნის შედეგად დეკანოზმა დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომლის დეტალებსაც ახლა არ ვიტყვი. ძალიან მაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას არ აქვს პროგრესი, უარესდება კიდეც, ეს ინფორმაცია მისი მკურნალი ექიმისგან მაქვს. ის მკურნალობა, რაც მას გაეწია, ფაქტია, ვერ აღწევს შესაბამის შედეგს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი მამალაძემ შიმშილობა 6 იანვარს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის შეწყალებაზე უარი თქვა. 

გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. იმავე წლის 5 სექტემბერს კი, მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.