სახალხო დამცველი ამ წუთებში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება

18:07 01-08-2020
31

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში გლდანის N8 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება. იგი დეკანოზთან უკვე სამი საათია იმყოფება. 

დეკნაოზმა თავადვე მოითხოვა სახალხო დამცველთან შეხვედრა, რადგან თავად ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და მისი უფლებები დაცული არ არის.

მან შიმშილი დაიწყო და ითხოვდა, რომ ნინო ლომჯარია მასთან შესულიყო. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.