გია აბაშიძე: „შავი სიების“ შედგენის პროცესი შობის ღამეს, ამ პროცესს ვუწოდებ შვონდერობას

17:39 01-08-2020
790

ანალიკიტოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ბოლო რვა თვეში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ეს „ნაცსექტის“ აქტივობათა საჯარო სიაა. 

ჩამონათვალი ასე გამოიყურება:  
პარლამენტში შეჭრის მცდელობა; პატრიარქის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა პეტრე ცაავას მეთაურებით; პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირების მცდელობა; პოლიციელებზე თვადასხმები, მათ შორის სექტის საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან; პარლამენტის დარბაზში ალქაჯობა და შხამების მიმოსხმა; პარლამენტთან ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმების ჩაშლის მცდელობა; თბილისის მთავარი ნაძვის ხის [მოგვწონს თუ არა, მილიონი ილუმინაციებიანადაა გადახდილი] წაქცევის მცდელობა; „შავი სიების“ შედგენის პროცესი შობის ღამეს. ამ პროცესს ვუწოდებ შვონდერობას. ცნობილი პერსონაჟი ბულგაკოვის მოთხრობა „ძაღლის გულიდან”.