ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლენუკა და ზურა ყიფშიძეები

ტაბლოიდი 1713860554

VIDEO: „ვინ გამომივლის, გაინტერესებს ხომ?!“- ლენუკა ზურა ყიფშიძის კადრებს აქვეყნებს

ყიფშიძეების ოჯახი სხვადასხვა მიზეზის გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რამდენიმე დღის წინ, გიორგი ყიფშიძემ თქვა, რომ თითქმის 1 წელია, მამას, ბევრისთვის საყვარელ მსახიობ ზურა ყიფშიძეს არ ელაპარაკება. საპირისპირო ხდება ლენუკას შემთხვევაში.„ზურა გადასარევი მამაა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. კი, ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ... რაც წლები ემატება, უფრო ბავშვური და საყვარელი ხდება“, - თქვა ერთ-ერთ გადაცემაში ლენუკამ და მამა-შვილის ურთიერთობის დეტალები გაიხსენა.ის ხშირად აღნიშნავს, რომ მამას კარგად უგებს და ბევრ რამესაც უყვება. ამჯერად, მან  მამასთან გადაღებული სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა ↓

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713859937

დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი - შალვა პაპუაშვილი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში გაუმჭვირვალეა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ჯოზეფ ბორელს ეს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს."სინამდვილეში არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა; სინამდვილეში არის მცდელობა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა; სინამდვილეში არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებითა და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს - ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,"-აცხადებს პაპუაშვილი.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713859611

„ნეტგაზეთს“ მოუწია უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას - შალვა პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც ვამხილეთ და პირადად მეც გამოვეხმაურე ამას, საბოლოო ჯამში "ნეტგაზეთს" მოუწია უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, "ნეტგაზეთს" და "ბათუმელებს" არ აქვთ მითითებული ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს."სწორედ ამას ემსახურება მათ შორის, გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ამ მედიასაშუალების დამფინანსებელი, იმისთვის, რომ შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ. მე ეჭვი მაქვს, ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან, გამოცდილება აჩვენებს და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ დგას "ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი" და "ევროპის დემოკრატიის ფონდი", ამიტომ აქაც პრობლემა სწორედ ამაშია, მერე აღმოჩნდება, რომ ევროკავშირის ფული იხარჯება დეზინფორმაციის გავრცელებაზე, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა, აჩვენებს იმ პრობლემას, რომ ერთი მხრივ, როდესაც ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას ცხრა პუნქტში წერს და მერე თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ.ეს პრობლემაა და ამაზე საელჩომ უნდა იზრუნოს, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ თავად საელჩო ახალისებს. ეს შედეგია მათ შორის წახალისების. ჩვენ ვნახეთ, სულ ახლახან, როდესაც ევროკავშირმა პრიზები გადასცა მედიასაშუალებებს და პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის პრიზი გადასცეს ადამიანს. ეს რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ახალისებს ასეთ ქმედებებს. ამიტომ პრობლემაა, როდესაც საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას. აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტულია", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713859034

როდესაც ასეთი სახელი და გვარი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს უბრალოდ, თვითონ ანგარიშს აყენებს ჩრდილს - შალვა პაპუაშვილი დავით კეზერაშვილზე

ზოგადად, ანგარიში არ მინახავს, ამონარიდები ვნახე მედიაში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, კეზერაშვილთან დაკავშირებით აღმოვაჩინე ჩანაწერი. აქ უკვე კომენტარის გაკეთებაც რთულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.„ვსაუბრობთ კრიმინალზე, რომელიც, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ვხედავთ, რომ ის ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს ფული მოპარა. როდესაც ასეთი სახელი და გვარი ჯერ იყო და ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს უბრალოდ, თვითონ ანგარიშს აყენებს ჩრდილს და აჩვენებს, რომ ის არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებს. რა თქმა უნდა, კრიმინალის ნებისმიერ პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა, ნებისმიერ დოკუმენტში, თავად ამ დოკუმენტს ვნებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713858968

აშშ-ის სახდეპარტამენტის ანგარიშში ყველგან მითითებულია „როგორც ამბობენ“. „ამბობენები“ არიან ამერიკიდან ან ევროპიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. ამ „ამბობენს“ და ჭორ-მართალს, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ - შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე

„გამჭვირვალობის კანონი“ არის ქართველი ხალხის ინტერესში, თუმცა, შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ხალხმა არ წაიკითხოს კანონპროექტი და იყვნენ ინფორმაციის გარეშე, სწორედ ამიტომ ხევენ პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის დატანილი - კანონპროექტის ლინკი.„როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ის შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც სწორედაც რომ საწინააღმდეგოა ევროპული ღირებულებებისა. სამწუხაროდ, 1 წლის განმავლობაში მე პირადად, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების საქართველოში, არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომ გვიწევს კანონის მიღება. პრობლემაა შემდეგში, რომ სინამდვილეში არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა და არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ რადიკალური ოპოზიცია რასაც აკეთებს, ხევს პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის მითითებული - ლინკი კანონპროექტის. არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი, უნდათ ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.პაპუაშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ჟოზეფ ბორელის განცხადების შესახებ, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება „გამჭვირვალობის კანონის“ გამო გააკრიტიკა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ბორელს ეს კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვს.