11 ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ქალები მართავენ - მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 34 წლის არის

14:49 01-08-2020
552

მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლის სათავეში ქალები არიან. ევროპაში ასეთი 11 სახელმწიფოა, მათ შორის საქართველო, რომლის პრეზიდენტი, 2018 წლის დეკემბრიდან სალომე ზურაბიშვილი გახლავთ. ზურაბიშვილი ევროპის მმართველ ქალებს შორის ყველაზე ასაკოვანია. ის ანგელა მერკელზე ორი წლით უფროსია. ევროპის ლიდერ ქალებს შორის ყველაზე ახალგაზრდა კი ფინეთის 34 წლის პრემიერ მინისტრია. უფრო ზუსტად კი სია ასე გამოიყურება:

გერმანია - ანგელა მერკელი, კანცლერი 2005 წლის ნოემბრიდან

ბელგია - სოფო ვილმსი, პრემიერ მინისტრი 2019 წლის ოქტომბრიდან

ხორვატია - კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, პრეზიდენტი 2015 წლის თებერვლიდან

დანია - მეე ფრედერიქსენი, პრემიერ მინისტრი 2019 წლის ივნისიდან

ესტონეთი - კერსტი კალიულაიდი, პრეზიდენტი 2016 წლის ოქტომბრიდან

ფინეთი - სანნა მარინი, პრემიერ მინისტრი 2019 წლის დეკემბრიდან

საქართველო - სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბრიდან

ისლანდია - კატრინ ჯაკობსდოტირი, პრემიერ მინისტრი 2017 წლის ნოემბრიდან

ნორვეგია - ერნა სოლბერგი, პრემიერ მინისტრი 2013 წლის ოქტომბრიდან

სერბეთი - ანა ბრნაბიჩი, პრემიერ მინისტრი 2017 წლის ივნისიდან

სლოვაკეთი - ზუზანა კაპუტოვა, პრეზიდენტი 2019 წლის ივნისიდან