კახა კალაძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს 

14:35 01-08-2020
397

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ ის Twitter-ში წერს.

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი ყველა იმ მგზავრს და ეკიპაჟის წევრს, რომელიც უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. ჩვენი ლოცვები და ფიქრები მათ ოჯახის წევრებთან არის. ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მათ ვინც ძვირფასი ადამიანი დაკარგა“,- წერს კახა კალაძე. 

უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 170 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.