ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა

13:23 01-08-2020
141

ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მომღერალმა და მუსიკოსმა ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ელტონ ჯონმა ამის შესახებ საკუთარ მსმენელებს სიდნეიში გამართული კონცერტის დროს შეატყობინა.

„იქ არის ხალხი, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სიცოცხლე, საცხოვრებელი სახლები და არის უამრავი ცხოველი. ეს ნადმვილად გულდასაწყვეტია. მე ვაპირებ 1 მილიონი დოლარი გადავრიცხო ფონდში“,- თქვა ელტონ ჯონმა. 

მასშტაბურ სტიქიასთან საბრძოლველად შესაბამის ფონდში ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა მსახიობმა კრის ჰემსვორტმა, მომღერალმა ფინქმა და ნიკოლ კიდმანმაც.

ავსტრალიის ტყის ხანძართან საბრძოლველად შექმნილი ფონდი ამჟამად 30 მილიონ დოლარს აჭარბებს. მასში საერთო ჯამში თანხა მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩარიცხა.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან.ბუნების მსოფლიო ფონდის“ ვარაუდითსექტემბრიდან დღემდე ავსტრალიაში უკვე 8 მილიონ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვარასაც 1,25 მილიარდი ცხოველის დაღუპვა მოჰყვა.

დასავლური მედიის ცნობით, მასშტაბური ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია.