ავიაკატასტროფის ადგილზე ირანელმა მაშველებმა შავი ყუთები იპოვეს

12:38 01-08-2020
428

ირანელმა მაშველებმა იმ ადგილზე, სადაც უკრაინულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, შავი ყუთები იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ირანის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, გამოირიცხა ტერაქტის ვერსია და გამოძიება ტექნიკური გაუმართაობის მიმართულებით მუშაობს.

შეგახსენებთ, „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.