ტაქსის მძღოლმა თბილისის ზღვაზე ბრიტანეთის მოქალაქე გააუპატიურა

12:16 01-08-2020
4638

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა ე.გ.-მ 2019 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჰ. გააუპატიურა.

„სამართალდამცველებმა ე.გ. 2019 წლის 27 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.