ოპოზიციის „შავ სიას“ გოგა ხაინდრავა სულ სხვა სიას დაუპირისპირებს

12:08 01-08-2020
1048

გოგა ხაინდრავა იმ სიის აღდგენას აპირებს, რომელიც, მისი თქმით, ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი. ამით რეჟისორი ოპოზიციის მიერ „შავი სიის“ შექმნას ეხმაურება.

როგორც გოგა ხაინდრავა ამბობს, ეს არის სია, რომელშიც მოსახლების უდიდესი ნაწილი შედიოდა და შედის.

„მე მივმართავ საზოგადოებას, რომ ამ სიის ბინადრებმა აღვადგინოთ ჩვენი წევრობა და შევადგინოთ ეს სია. ამით ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს, რომ გაიცნონ რა მასშტაბის არის ეს სია, რომელიც თავის დროზე ბოკერიამ, სააკაშვილმა და ამ ბოლშევიკებმა შექმნეს. ეს არის სია, რომელშიც მოსახლების უდიდესი ნაწილი შედიოდა და შედის.

ჩვენ აუცილებლად გამოვაცხადებთ მისამართს, სადაც ყველა საქართვლოს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გამოაგზავნოს საკუთარი მონაცემები. მე მინდა მივმართო პრესას, რომ აუცილებლად გააშუქოთ ეს სია. მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, ყურადღებით გაეცნონ ამ სიებს გამოქვეყნებამდე, რადგან აქ ბევრ ნაცნობს შეხვდებიან და უნდა იცოდნენ რაში მონაწილეობდნენ. პარალელურად დგება სასულიერო პირების სიები, მისი გამოცხადებაც დაიწყო და ამაზე ყველაზე მეტად აქტიურობს პეტრე ცაავა და კომუნისტი თეოლოგები. ეს ყველაფერი არის ბრძოლა სახელმწიფოსთან, რომელიც დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, ოპოზიცია ე.წ. „შავი სიის“ შედგენას აპირებს. მათ სიაში ხუთი კაცი უკვე შეიყვანეს, რომელთა შორის არიან ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

როგორც ოპოზიცია ამბობს, სიაში მოხვდებიან პოლიტიკოსები, მოსამართლეები და პოლიტიკური დევნის მსხვერპლები.