სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს 

11:13 01-08-2020
33

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ პრეზიდენტი Twitter-ში წერს.

„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ავიახაზების ავიაკატასტროფას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 170 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.