ხანძარი წყალტუბოს სანატორიუმში - არის მსხვერპლი

11:00 01-08-2020
882

წყალტუბოს სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ქალია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, ხანძრის ჩასაქარობად მისულ მაშველებს ორი ცხედარი დახვდათ.

„ჩვენმა ბრიგადამ დროულად მოახდინა 35 ადამიანის ევაკუაცია, ხანძრის შედეგად დაიწვა ერთი ოთახი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, - ამბობს საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი რატი მუჯირი.