მძიმე კადრები უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან

10:39 01-08-2020
491

სოციალურ ქსელში  უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება.

ბოინგ737-თან კავშირი თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში გაწყდა.

width=600

width=600

ცნობისთვის,  ირანის დედაქალაქში უკრაინული ავიალაინერი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა.

width=600

width=600

რამდენიმე საათის წინ, იერიშის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ობიექტი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში იყო, ქალაქ ერბილის სიახლოვეს და ავიაბაზა აინ ალ-ასადი, რომელიც ერაყის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ირანში განაცხადეს, რომ ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ ამერიკის საელჩო. თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს აშშ ირანს უყენებს - ირანი ბრალდებას უარყოფს.

საელჩოს შტურმით აღების მცდელობას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ, განხორციელებული ავიადარტყმები შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.