ჭიათურაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

10:35 01-08-2020
290

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

არსებული ვერსიით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით გადაიყვანეს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ პაციენტის შემთხვევაში სეზონური გრიპის შემთხვევას არ ადასტურებენ.

ექიმების თქმით, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს და შეყვანიდან საათნახევარში გარდაიცვალა.