ავიაკატასტროფას ვლადიმირ ზელენსკი ეხმაურება - გარდაცვლილთა ვინაობა ზუსტდება

10:35 01-08-2020
409

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ირანში, უკრაინული ავიალაინერის კატასტროფას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა:

„წინასწარი ინფორმაციით, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ჩვენი საელჩო ამ წუთებში აზუსტებს ინფორმაციაც ტრაგედიის გარემოებებსა და დაღუპულ მგზავრთა შესახებ. მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო თითოეული მგზავრის და ეკიპაჟის წევრების ოჯახებს“. - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას ირანის დედაქალაქში უკრაინული ავიალაინერი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.