მკვლეობაში ეჭვმიტანილი და მსხვერპლი ნათესავები არიან - დეტალები მარტვილში მომხდარ მკვლელობაზე

10:25 01-08-2020
1833

მარტვილში, სოფელ ტალერში მოკლული მამაკაცი 40 წლის რაჯი ბერულავაა. 
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა  გულ-მკერდისა და ბარძაყის  არეში დანით აქვს მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებული  ჯამბულ ნაჭყებია და გარდაცვლილი ზურაბ რაჯი) ბერულავა ნათესავები არიან.

მეზობლების თქმით, ორივე მათგანი სოფელ ტალერის მკვიდრია.

„გარდაცვლილი ნასვამი მისულა ამ ნათესავის სახლში, სადაც ასევე გაუგრძელებიათ დალევა. მათ შელაპარაკება მოსვლიათ, რასაც ეს ფაქტი მოჰყვა. რატომ და რისთვის, ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია“, - ამბობენ მეზობლები.

სოფელ ტალერში მერის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცავებმა მკვლელობის ჩამდენი პირი ადგილზე დააკავეს, იგი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
width=600

width=600
/
ავტორი: თეა შონია