მარტვილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

10:23 01-08-2020
359

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მამაკაცმა მეზობელი, 40 წლის რაჯი ბერულავა მოკლა.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში დანით აქვს მიყენებული. დანაშაულის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

სოფელ ტალერში მერის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცველებმა მკვლელობის ჩამდენი პირი ადგილზე დააკავეს, იგი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

ავტორი: თეა შონია