ვაკეში გადაადგილება 2 თვით იზღუდება

10:12 01-08-2020
654

ვაკეში დღეიდან ორი თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა იმოქმედებს.

ამ დროისთვის, გადაკეტილია ჭავჭავაძის გამზირი კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით. ვაკის პარკიდან, ვარაზის ხევამდე, აბაშიძის გამზირი, ხოლო ვარაზის ხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით ფალიაშვილის გამზირი ცალმხრივი გახდა. ახალ გზაზე ჩასვლა არაყიშვილის ქუჩიდან რამიშვილის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

ტრანსპორტის მოძრაობის ეს სქემა სავარაუდოდ მარტის დასაწყისამდე იქნება ძალაში.