ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1713816971

„ჩვენ ძალიან შეგიყვარდა ერთმანეთი, გუშინ ღამე ერთად გვეძინა...“ - სალომე კაპანაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეს სალომე კაპანაძეს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს და უზარმაზარი ფუმფულა დათუნია აჩუქეს. „ჩვენ ძალიან შეგიყვარდა ერთმანეთი, გუშინ ღამე ერთად გვეძინა. თითქმის მთელ საწოლს იკავებს. ბევრჯერ მქონია ისეთი მომენტი, რომ ძალიან მჭირდება ჩახუტება. ხანდახან ისევ ვარ ხოლმე, მინდა ვიღაც ჩამეხუტოს მთელი არსებით....“ - სალომე კაპანაძე.

tarieli

საზოგადოება 1713816937

„ამ ქალმა გააკეთა ის, რასაც არცერთი ქალი არ გააკეთებდა... უპირობოდ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ...“ – ტარიელ ხარხელაური მეუღლეზე

ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ სტუმრობდა, სადაც მეუღლესთან დაკავშირებით ისაუბრა.მისი განცხადებით, ხშირად უძღვნის მეუღლეს ლექსებს, თუმცა იმ ამაგის საკადრისი, რაც ქალბატონს ტარიელის მიმართ აქვს, როგორც ქართველი პოეტი ამბობს, „მისი საკადრისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს“.„ჩემი მეუღლის გაცნობის დღიდან, ამ ქალმა გააკეთა ის, რასაც არცერთი ქალი არ გააკეთებდა... როცა ამბობ ოჯახში, რომ ჩემთვის ყველაზე მაღალი პოეზიაა და დანარჩენი სხვა. ჯერ სამშობლო, მერე ღმერთი და მერე პოეზია – ეს არის ჩემთვის სამი ყველაზე ღირებული. ჩემმა მეუღლემ ეს მაპატია და უპირობოდ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ...სულ ვუძღვნი ხოლმე ჩემს მეუღლეს ლექსებს მაგრამ, რაც მან ჩემზე ამაგი დადო, იმის საკადრისი ჯერ სიტყვა არ მითქვია“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური. 

ყავა

რჩევები 1713816790

მეცნიერებმა გამოავლინეს ყავის მოყვარულთა 5 ჩვევა, რაც ადრეულ დაბერებას იწვევს

მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ყავას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ის ასევე ამცირებს ნეიროდეგენერაციული პირობების განვითარების რისკს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ ყავის დალევის წესები და ზომიერება, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და არ დააჩქაროთ ორგანიზმის ბუნებრივი დაბერების პროცესები. ყავა შეიცავს 1000-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთს, მათ შორის კოფეინს, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია.ყავის რაოდენობაყავა არ არის სასმელი, რომლის დალევაც შეიძლება ყოველ ორ საათში ერთხელ - ყავა მაშინაა სასარგებლო, თუ ზომიერად მიიღებთ.Nutrition Neuroscience Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დღეში ექვს ფინჯანზე მეტი ყავის დალევა გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე და ზრდის დემენციის, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების განვითარების რისკს 53%-ით.მეცნიერთა აზრით, ქრონიკული დაავადებების გარეშე ზრდასრული ადამიანის დღიური ნორმა არის არაუმეტეს 3-4 ფინჯანი დაფქული ყავა 250 მლ მოცულობით (მაქსიმუმ 400 მგ კოფეინი დღეში).მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სხეულზე ზემოქმედების ხარისხი განისაზღვრება კოფეინის რაოდენობით, რაც დამოკიდებულია მისი მომზადების მეთოდზე. ესპრესოს სიძლიერე ყავის აპარატიდან,  ფრანგული ყავა პრესიდან ან გეიზერის ყავის მწარმოებლისგან განსხვავდება.ყავა ღამითკოფეინი საკმაოდ დიდხანს რჩება სისხლში. ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ერთ ფინჯან ყავაში შემავალი კოფეინისგან თავის დასაღწევად სხეულს მინიმუმ 10 საათი სჭირდება.ამიტომ, ყავის მიღების საუკეთესო დრო დილაა. ის შეგიძლიათ მიიღოთ ძილის შემდეგ საჭირო ენერგიის მოსაზიდად. თუ საღამოს მშვიდი ძილი გსურთ, მაშინ ყავას თავი უნდა აარიდოთ; ფინჯანი ყავის შემდეგ უფრო რთულია დაძინება. უძილობა კი ნაადრევ დაბერებას იწვევს.გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტვინში ჭარბი კოფეინი ზრდის ამილოიდ ბეტა-პროტეინს, რომელიც დაკავშირებულია კოგნიტურ დაქვეითებასთან და ალცჰაიმერის დაავადებასთან.ტკბილი ყავატკბილი ყავის დალევა იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას და ქოლესტერინის დონის დარღვევას, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა Clinical Interventions in Aging-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დაადგინეს შაქრის გადაჭარბებული მოხმარების უარყოფითი გავლენა ტვინის კოგნიტურ ფუნქციებზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის გადაჭარბებული მოხმარებით ორგანიზმი უფრო დაუცველი ხდება, მათ შორის ვირუსების მიმართ:- დიეტაში ჭარბი შაქარი იწვევს ინსულინის წინააღმდეგობის მანკიერ ციკლს, იწვევს ანთებითი ციტოკინების გამოყოფას, აზიანებს სისხლძარღვებს და ააქტიურებს იმუნურ სისტემას ამ უბნების აღდგენის მიზნით. შაქარი ასევე ხელს უწყობს სისხლის სიბლანტეს, ზრდის თრომბოზის რისკს.თუ გიჭირთ ტკბილი ყავის დაუყოვნებლივ მიტოვება, დაიწყეთ შაქრის შემცირებით. თანდათან შეეგუეთ ახალ გემოს.ყავის არასწორი მიღებაშეცდომას უშვებენ ის ყავის მოყვარულები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან გამამხნევებელ სასმელზე, მაგრამ ივიწყებენ უბრალო წყლის დალევას ყოველი ფინჯანი ყავის შემდეგ.ყავას აქვს შარდმდენი მოქმედება და ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მუდმივად შეავსოთ სითხის დეფიციტი. ექიმები გვირჩევენ, დავლიოთ ჭიქა წყალი ყოველი ყავის დალევის შემდეგ.ცხელი ყავა"80 გრადუსზე სასმელმა შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე უჯრედების სერიოზული დამწვრობა", - ამბობს ექიმი დებორა ლი. ექსპერტის სიტყვებს ჟურნალ Clinical Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს: საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი 5,5-ჯერ იზრდება მათში, ვინც „ძალიან ცხელ“ ყავას სვამს.

ნინი შერმადინი

faceამბები 1713816710

„კიდევ ერთი თარიღი ჩაიწერება ჩემი კარიერის ისტორიაში ოქროს ასოებით...“ - რას წერს ნინი შერმადინი

მომღერალმა ნინი შერმადინმა, 21 აპრილს, დუბლინში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალი საკუთარ გულშემატკივარს სოციალურ ქსელში უზიარებს:„21 აპრილი კიდევ ერთი თარიღი ჩაიწერება ჩემი კარიერის ისტორიაში ოქროს ასოებით. ჩემი პირველი სოლო კონცერტი დუბლინში, სავსე დარბაზი და საოცრად თბილი მსმენელი. 2-საათნახევარი გაგრძელდა კონცერტი და აღარ გვინდოდა დასრულება.ჩამოსვლის წამიდან, ზეიმად აქციეს და დაუვიწყარი გახადეს ჩემი დუბლინში ჩამოსვლა ჩემმა მასპინძლებმა, მაკა ბუჯიაშვილმა და ოთო ლევერაშვილმა! მასპინძლობაცაა და მასპინძლობაც! უმაღლეს დონეზე დაგეგმილი საღამო, საოცრად ორგანიზებული. მადლობა მეგობრებო! მადლობა! მადლობა, რომ სიკეთის ირგვლივ გავერთიანდით. მადლობა ჩვენს კონსულს და ქართულ დიასპორას ირლანდიაში! დიდი მადლობა პატარა ბრილიანტებს, უმაგრეს მოცეკვავეებს, რომელმაც საოცარი ცეცხლი დაანთეს კონცერტის მსვლელობისას!კონცერტიდან შემოსული თანხა გადაერიცხება დათუნა ბიბილაშვილს და ძეგვის მიუსაფართა პანსიონატს.ოთო და მაკა, არ ვიცი რანაირად გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა! იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და სულ თქვენს გვერდით ვარ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში. 

ბო

საზოგადოება 1713816622

ილია თოფურიას ორსული მეუღლე ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მეუღლის, მორიგ ფოტოს უზიარებს გამომწერებს, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება ორსული ჯორჯინა უზკატეგუია.ფოტომ ილიას გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა.„ქართველების ულამაზესი რძალი“„ლამაზი გოგო“, – წერენ სოციალურ ქსელში.