ახალქალაქის ტყეში 23 წლის ბიჭი გაყინული იპოვეს

00:11 01-08-2020
28413

ახალქალაქში, 23 წლის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ახალქალაქის სოფლების - მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ, ტყეში 23 წლის ადგილობრივის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, გაიყინა.

თანასოფლელების განცხადებით, გარდაცვლილი არაერთხელ უნახავთ მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი, სადაც მისი ახლობლები ცხოვრობდნენ.

გარდაცვლილის ძებნა 6 იანვარს, საღამოს მას შემდეგ დაიწყეს, როცა ახალგაზრდა მამაკაცი სახლში არ მივიდა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გარდაცვლილი ისეთ ადგილას მოხვდა, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულისხმობს.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე