ვინ არის ინდოელი ბიზნესმენი, რომელიც ანიტას ფინანსურად დაეხმარება

00:04 01-08-2020
12358

ანიტა ფაცაციას დედა მარიკო სადრაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ცნობილი ინდოელი ბიზნესმენი Dr. S Jagathrakshakan პატარა ანიტას მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.

Dr. S Jagathrakshakan ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედია.

Dr. S Jagathrakshakan სხვადასხვა წლებში იყო ინდოეთის პარლამენტის წევრი, მას აგრეთვე მრეწველობის მინისტრიც თანამდებობაც ეკავა.

მისი მეუღლე J. Anusuya ხელმძღვანელობს სასწავლებელს, რომელიც ეხმარება ოჯახებს, რომ მათმა შვილებმა საჭირო განათლება მიიღონ.