მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარავს აღარ დადგამს

23:45 01-07-2020
1531

„იძულებული გავხდი, პირველად ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში ცოტათი დავისვენო და ძალა მოვიკრიბო. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი Facebook-ზე წერს.

„იძულებული გავხდი, პირველად ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში ცოტათი დავისვენო და ძალა მოვიკრიბო. ბანერი პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტის წინ დაიდგმება. ეს ცხადია, ვინაიდან შესაფერისი ადგილი იქ არის.

რაც შეხება კარავს, ვფიქრობ ადგილმდებარეობა შევუცვალო. კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა მაქვს“, - წერს მაჩალიკაშვილი.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 31 დეკემბერს აიღეს. ამის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კარვების ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და ცხრა ადამიანის დაკავება მოჰყვა.