ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში - არის მსხვერპლი

19:10 01-07-2020
40

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხულოში, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. დაღუპულია ერთი, ხოლო ავტომობილში მყოფიფი მეორე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.