ილო ბეროშვილი და ანი ბებია შვილს ელოდებიან

18:48 01-07-2020
1119

მსახიობი ანი ბებია და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი პირველ შვილს ელოდებიან - ამის შესახებ ანი ბებიამ გუშინ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა, თუმცა პატარას სქესი ჯერჯერობით არ უთქვამს.

ილომ, ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

ანიმ და ილომ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს, ანი ერთ-ერთ რადიოში გადაცემის სტუმარი იყო, რომლის თანაწამყვანიც ილო ბეროშვილი გახლდათ.