მთავრობა ისეთი უნდა იყოს, გვალვიან შემოდგომაზე რომ ზამთრის ტურიზმზე იფიქრებს - ჩერგოლეიშვილი

18:46 01-07-2020
339

„ტაბულას“ დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზამთრის კურორტებზე არსებულ წლის პრობლემას და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ საკურორტო ზონაში წყლის პრობლემა გვალვიან შემოდგომას უკავშირდება..

„შემდეგი მთავრობა ისეთი უნდა იყოს, გვალვიან შემოდგომაზე რომ ზამთრის ტურიზმზე იფიქრებს და თადარიგს დაიჭერს.

რეგიონში რომ ისეთი პრობლემა შეიქმნება, რაც ლარს დააწვება - წინასწარ იმოქმედებს და თადარიგს დაიჭერს რომ ლარზე წნეხი შემცირდეს.

როცა დაინახავს რომ რეგიონში ეპიდემიაა, ანტიდოტს შემოიტანს და დაასაწყობებს.

ზოგადად, მთავრობა იმისთვის გვინდა რომ პრობლემები წინასწარ დაინახოს და თადარიგი დაიჭიროს.

ანუ ის ხალხი უნდა ავირჩიოთ, ვისაც ერთი ნაბიჯით წინ ფიქრის უნარი აქვს.

სამწუხაროდ ასეთები დეფიციტშია, მაგრამ მაინც არიან.

პოსტ ფაქტუმ სისულელეების ბჟუტური ყველა იდიოტს შეუძლია“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.