„თუთაშხიას შემდეგ ყაჩაღების დამხოცავ „შტატსკაპიტნის“ როლს არ დავთანხმდებოდი“ - თამარ ივერი მეღვინეთუხუცესის როლზე

18:05 01-07-2020
984

მომღერალი თამარ ივერი ფეისბუქზე ფილმის „ხარება და გოგიას“ ყურების შემდეგ თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

„ვუყურებ ტვ პირველზე „ხარება და გოგიას“....სუბიექტური ვიქნები,მომკალი და ოთარ მეღვინეთუხუცესის ადგილზე, დათა თუთაშხიას საუკუნის შედევრად ქცეული როლის შემდეგ...ყაჩაღების დამხოცავიშტატსკაპიტანი“ ახვლედიანის მეათეხარისხოვან როლს არანაირი ჰონორარის გამო არ ვითამაშებდი და მორჩა!!

(ამდენი უაზრო სერიალების შემხედვარე, ქართულ ფილმებს როგორც უდაბნოში აღმოჩენილ წყალს ისე ვეწაფები მე საბრალო.)“- წერს სოციალურ ქსელში თამარ ივერი.