ქასემ სულეიმანის გასვენებაში მსხვერპლთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა - დაკრძალვა გადაიდო

17:14 01-07-2020
972

ირანელი გენერლის ქასეიმ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონია ქალაქ ქერმანში გადაიდო, მას შემდეგ რაც სამგლოვიარო პროცესიის დროს ადამიანები დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, ჭყლეტაში მოხვედრილი ადამიანების მსხვერპლთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. 200-მდე ადამიანია დაშავებული. 

სხვადსხვა წყაროების თანახმად, დაკრძალვის ცერემონიას მილიონამდე ადამიანი ესწრებოდა. 

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა ხმა მისცა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვენ ერაყიდან ამერიკული ჯარის გაყვანას. თუ ხელისუფლება მიიღებს რეზოლუციას, აშშ-ს ერაყიდან გასვლისთვის 1 წელი მიეცემა.