Facebook-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ყალბ ვიდეოებს წაშლის

17:05 01-07-2020
165

Facebook-ის ხელმძღვანელობამ ყალბი ვიდეობის წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა - ვიდეოები, რომელთა ისეთ რედაქტირებას აკეთებენ, როდესაც მაყურებელს ჰგონია, რომ ესა თუ ის ადამიანი მართლა საუბრობს ამ თემაზე. 

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის მონიკა ბიკერტის თქმით, უპირველეს ყოვლისა ეს ეხება deepfake-ვიდეობს (ყალბი სახის ვიდეო), რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ქმნიან: „მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვიდეოები ინტერნეტში იშვიათად გხვდება, მათი გავრცელების არეალით, ეს შეიძლება ჩვენი საზოგადოების დიდ პრობლემაში გადაიზარდოს“, - აღნიშნავს სოცქსელის ვიცე-პრეზიდენტი.

ასეთი ვიდეობის შესამოწმებლად შეიქმნა მოდერატორების ჯგუფი, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50 ადამიანი შედის.