თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მაჩვზღარბა პოლიციამ უვნებლად დააბრუნა (ვიდეო)

16:36 01-07-2020
1296

თბილისის ზოოპარკიდან მაჩვზღარბა გაიქცა, რომელიც უკან პატრულის თანამშრომლებმა დააბრუნეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში თომა ჩაგელიშვილი ავრცელებს.

ცხოველი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს.  ის ქუჩაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იყო.

„ან გადმოვარდა, ან მოყინულზე დაუცდა ფეხი, ან სადღაც გამოთხარა და გამოძვრა. ის ადგილი უკვე ამოვქოლეთ და რაც მთავარია ცხოველი უვნებელი დაბრუნდა“, - ამბობს ზოოპარკის დირექტორი, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ზურაბ გურიელიძე.