„მილანის ყოფილი ფეხბურთელი მერით, თბილისი ტურიზმის რეკორდს ხსნის“ - Prnewswire

16:25 01-07-2020
807

თბილისი ევროპაში დიდ ხმაურს იწვევს, რადგან უკვე მეორე წელია ტურიზმის სფეროში რეკორდებს ამყარებს. 2018 წელს, ქალაქმა 3,6 მილიონამდე ადამიანი მიიღო, რაც ტურისტების რაოდენობით უპრეცედენტოა“, - ამის შესახებ სტატია Prnewswire-ში გამოქვეყნდა. 

ტურისტების რიცხვის რაოდენობით ევროპაში კვლავ ლიდერები არიან ირლანდია, შვეიცარია, გერმანია, დანია და ინგლისი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურისტების რიცხვი ძირითადად ევროპიდან გაიზარდა, რადგან თანდათანობით უფრო მეტი ევროპელი ინტერესდება საქართველოთი. 

„ამ მიღწევის აღნიშვნა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, როდესაც ქალაქის საახალწლო მორთვაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო. საქართველოს დედაქალაქი მართლაც ჯადოსნურად გამოიყურება 2020 წლისთვის, თავისი შთამბეჭდავი დეკორაციებით. 25-მეტრიანი მთავარი ნაძვის ხე იტალიურმა კომპანია  IDO SRL-მა შექმნა და ის კიდევ უფრო მშვენიერია იმით, რომ ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ნაძვს“, - აღნიშნავენ სტატიაში. 

„თბილისის მერმა დედაქალაქი სინათლის ქალაქად აქცია. საახალწლო დეკორაციებს 14 იანვარს მოხსნიან, როდესაც მერია 2019 წლის ტურიზმის ოფიციალურ შედეგებს გამოაქვეყნებს“, - წერს Prnewswire-ი.

 

ფოტო: დავით თაბაგარი