ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს - ილია მეორე

16:22 01-07-2020
75

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან „ალილოს“ მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეს შობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება. ზეცა გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე და ადამიანის ბუნება აჰყავს ზეცას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გლოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, - აღნიშნა პატრიარქმა.

7 იანვარს, მართლმადიდებლელი მრევლი ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სანების საკათედრო და სხვა ტაძრებში ღამისთევის საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.

დღეს საშობაო „ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.