კახა კალაძე ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირზე ითამაშებს

15:41 01-07-2020
171

„კახა კალაძე ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირში მიიღებს მონაწილეობას“ - ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ავრცელებს. ტურნირი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას თბილისური კლუბიც მიიღებს.

„11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას დინამო თბილისიც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ დინამო თბილისია.

A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის ბორუსია, ლევერკუზენის ბაიერი და შალკე 04 იასპარეზებენ.

B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან - ჰერტასთან, იუნიონთან და ტენის ბორუსიასთან ერთად ბრემენის ვერდერი იასპარეზებს.

დინამო თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია:

▪გიორგი ლომაია

▪ნუკრი რევიშვილი

▪ლაშა სალუქვაძე

▪კახა კალაძე

▪ალექსანდრე ამისულაშვილი

▪ოთარ მარცვალაძე

▪ლევან ცქიტიშვილი

▪დავით სირაძე

▪ალექსანდრე იაშვილი

▪გიორგი დემეტრაძე

▪ზურაბ ხიზანიშვილი

▪დავით კვირკველია“ - წერია დინამო თბილისის განცხადებაში