20 წლის ოზურგეთელმა ბიჭმა აღიარა რომ 80 წლის ქალი მკვლელობამდე გააუპატიურა

15:16 01-07-2020
1183

ოზურგეთში მოკლული 80 წლის საქმეზე დაკავებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მან მოხუცი ქალი მკვლელობამდე გააუპატიურა.

სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურამ 2 თვიანი პატიმრობა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.

პროკურორის თქმით, მან ჩვენებაში დააფიქსირა, რომ მოხუცი ქალი გააუპატიურა, თუმცა ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

მისივე თქმით, თუ ბრალდბეულის ნათქვამი დადასტურდა, მას ბრალი დაუმძიმდება.

ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, 20 ბიჭმა 80 წლამდე ქალი გაგუდა, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან მანქანა გაიტაცა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.