ირანში გენერლის დაკრძალვის დროს ჭყლეტა მოხდა - არის მსხვერპლი

13:56 01-07-2020
33

ირანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ქერმანში ჭყლეტა მოხდა, როდესაც ადგილობრივები გენერალ ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდნენ. ამის შესახებ ირანული ტელეკომპანია Press TV წერს.

Associated Press-ის ცნობით, დაღუპულია 35 ადამიანი, ხოლო დაშავდა 48.

დაკრძალვის ცერემონიას მილიონამდე ადამიანი ესწრებოდა. შექმნილი სიტუაციის გამო, გენერლის დაკრძალვა გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა ხმა მისცა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვენ ერაყიდან ამერიკული ჯარის გაყვანას. თუ ხელისუფლება მიიღებს რეზოლუციას, აშშ ერაყიდან გასვლისთვის 1 წელი მიეცემა.