ირანის პარლამენტმა პენტაგონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

12:27 01-07-2020
19

ირანის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც პენტაგონი და აშშ-ის არმია  ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადდა. ამის შესახებ სააგენტო Tasnim-ი წერს.

დოკუმენტი გენერალი ქასემ სულეიმანის მკვლელობის საპასუხოდ მიიღეს. ამავე დროს, მიმდინარეობს ვაშინგტონიდან აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის გადმოსვლა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ქუვეითში. 

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა ხმა მისცა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვენ ერაყიდან ამერიკული ჯარის გაყვანას. თუ ხელისუფლება მიიღებს რეზოლუციას, აშშ ერაყიდან გასვლისთვის 1 წელი მიეცემა.