შობის 7 უცნაური ტრადიცია მსოფლიოში

12:26 01-07-2020
87

როგორ აღნიშნავენ შობას და რა უჩვეულო ტრადიციები აქვთ ამ დღესასწაულზე სხვადასხვა ქვეყნებს.

მაშ ასე, დავიწყოთ:

1.შვედეთი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყოველ წელს შვედეთში შობის დღესასწაულზე მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი ადგილს ტელევიზორთან იკავებს და „დონალდ დაკის“ საყურებლად ემზადება.

სლეით ჯერემი იხსენებს როგორი გაოცებული იყო, როდესაც თავის ცოლთან ერთად შობას შვედეთში პირველად შეხვდა:

„ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო როგორი სერიოზულად ეკიდებოდნენ შვედები ამ ტრადიციას. ტელევიზორთან ისხდნენ, არავინ არ ლაპარაკობდა, ხმას მხოლოდ მაშინ იღებდნენ, როცა მულტფილმიდან მათ საყვარელ ფრაზებს იმეორებდნენ. თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, შვედებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ იციან, რომ ყოველ წელს არის ის ერთი დღე, ერთი საათი, როცა მთელი ოჯახი იკრიბება და დროს ერთად ატარებენ“.

2. იაპონია

შობა იაპონიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ყოველ წელს, შობის დღესასწაულზე იაპონელებისთვის ყველაზე პოპულარული საკვები KFC-ს ქათმის კალათაა. შობას იაპონელები ამგვარად 2016 წლიდან აღნიშნავენ.

3. უკრაინა

უკრაინაში საშობაოდ ნაძვის ხეს ყალბი ობობის ქსელებით რთავენ. უკრაინული ფოლკლორის მიხედვით,  წარსულში ერთი გაჭირვებული ოჯახი არსებობდა. ქვრივი დედა ღარიბი იყო და საახალწლოდ იმდენი საშუალება არ ჰქონდა, რომ შვილებისთვის ნაძვის ხე მოერთო.

ერთ საღამოს როდესაც ყველას ეძინა, მშვენიერმა საშობაო ობობამ მათთვის ნაძვის ხე თავისი მბზინავი ქსელებით მორთო. მეორე დღეს, როდესაც ობობის ქსელებს მზე მოეფინა, ისინი ოქროდ და ვერცხლად გადაიქცა. სწორედ ამიტომ უკრაინელები საშობაოდ თავიანთ ნაძვის ხეებს მბზინავი ობობის ქსელებთ რთავენ.

4. გვატემალა

შობის დღესასწაულზე გვატემალაში ყველა ერთად იკრიბება იმისთვის, რომ ცეცხლი დაანთოს და როგორც ისინი ეძახიან „დაწვან ეშმაკი“. 

ტრადიცია სათავეს კოლონიალური დროიდან იღებს, როდესაც ეშმაკის გამოსახულებას წვავდნენ, რათა ქალწული მარიამის დღესასწაული ეზეიმათ.

5. ისლანდია

ისლანდიაში საშიშ საშობაო ფიგურად - საშობაო კატას მიიჩნევენ, რომელიც თოვლში იმალება და იმ ადამიანების საჭმელსა და საჩუქრებს ჭამს, რომლებსაც შობას ახალი ტანსაცმელი არ აცვიათ.

ძველად ისლანდიაში მოსამსახურეებს შობისთვის ახალ ტანსაცმელს ჩუქნიდნენ. ეს მათთვის ერთგვარი მოტივაცია იყო იმისთვის, რომ სამომავლოდ უფრო კარგად ემუშავათ. შესაბამისად, საშობაო კატა იმ ადამიანებს სჯის, რომლებიც ზარმაცები არიან. მიიჩნევა,რომ ის ადამიანები, რომლებიც შობას ახალ ტანსაცმელს არ ატარებენ, მომავალში სიზარმაცეს აპირებენ.

6. გრენლანდია

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გრენლანდიაში საშობაო სუფრას სწორედ მამაკაცები შლიან. ისინი ამზადებენ საკვებს. პოპულარული საშობაო საჭმელი გრენლანდიაში „mattak“ (მატაკია).

7.იტალია

იტალიაში ყველაზე პოპულარული შობის ჯადოქარი ბეფანაა, რომელსაც საშიში გარეგნობა აქვს. თუმცა, 5 იანვარს ის კარგ ბავშვებს ტკბილეულსა და საჩუქრებს უტოვებს, ხოლო ის ბავშვები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ცუდად იქცეოდნენ, ბავშვების მჭამელ ქმართან მიჰყავს. ზარმაცებს და ცელქებს კი ნახშირს უტოვებს. იტალიაში ბავშვები ბეფანას წერილებსაც წერენ.