რუსებმა ჰოკეიში გამარჯვება იზეიმეს, რომელიც არ მომხდარა - რა მოხდა?

12:09 01-07-2020
259

5 იანვარს რუსეთის ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრები კანადასთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა, თუმცა ბევრ გულშემატკივარს ეგონა, რომ რუსებმა მოიგეს, რადგან ამავე დროს რუსულ სპორტულ არხზე „მატჩ ტვ“ გადიოდა იმავე გუნდების მატჩი, თუმცა 9 წლის წინანდელი.

საეთერო ბადეში მოხდა არევა. ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩები „მატჩ ტვ-ს“ უნდა ეჩვენებინა, თუმცა პირდაპირი ეთერი გადაიდო და ის რუსეთის „პირველმა არხმა“ აჩვენა, „მატჩ ტვ-მ“ კი ძველი თამაში. უმრავლესობა გულშემატკივარი ელოდა, რომ თამაშს მათთვის ჩვეულ არხზე იხილავდა.

მათ შორის, ვინც დაიჯერა, რომ რუსეთმა 2020 წლის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა აღმოჩნდა დუმაში კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიაროვი და ფეხბურთელი დიმიტრი ტარასოვი. 

დაიბნა ასევე ჰოკეისტი ვლადიმერ ტარასენკო, რომელიც რამდენიმე წუთი უყურებდა მატჩს, სანამ საკუთარი თავი არ დაინახა ტელევიზორში - ის იღებდა მონაწილეობას მატჩში, რომელიც 2011 წელს ჩატარდა.