რომ იცოდე, იმ ტივზე ადგილს გაგინაწილებდი - ბრედ პიტის მადლობა ლეონარდო დიკაპრიოს

11:24 01-07-2020
271

ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა, კლიფ ბუთის როლისთვის 77-ე გლობუსის ცერემონიალზე ჯილდო აიღო.

Once Upon a Time in Hollywood-ის ვარსკვლავმა კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა.

სცენაზე ასულმა პიტმა ემოციური სიტყვა ნომინაციაში კონკურენტებზე საუბრით დაიწყო. ბრედ პიტმა მადლობა გადაუხადა ფილმის სცენარისტსა და რეჟისორს კვენტინ ტარანტინოს.

ბრედ პიტს არც „დანაშაულში პარტნიორი“ ლეონარდო დიკაპრიო დაუტოვებია უყურადღებოდ.

„Revenant“-მდე ყოველწლიურად ვუყურებდი როგორ იღებდნენ (ოსკარის) ჯილდოს სხვა მსახიობები. ისინი ფეხზე დგებოდნენ და მას მადლობას უხდიდნენ, და მე ვიცი რატომაც: ის მთლიანად ვარსკვლავია, კარგი ადამიანია. აქ შენს გარეშე ვერ ვიქნებოდი, მადლობას გიხდი, მეგობარო. და რომ იცოდე, იმ ტივზე ადგილს გაგინაწილებდი“,- უთხრა პიტმა დიკაპრიოს.

მან ფილმ ტიტანიკიდან კეიტ უინსლეტის და დიკაპრიოს გმირების, როუზისა და ჯეკის ბოლო სცენა გაიხსენა, როდესაც ტივზე მხოლოდ როუზი რჩება. დღემდე უამრავი ადამიანი განიხილავს, დაეტეოდა თუ არა ორივე გმირი ტივზე და გადარჩებოდა თუ არა დიკაპრიოს გმირი ამ შემთხვევაში.